"კორინთიასის" პრეზიდენტი: ალეშანდრე პატო "ლივერპულში" გადავა

AutoSharing Option
ბრაზილიური "კორინთიასის" პრეზიდენტის რობერტო დე ანდრადეს განცხადებით ალეშანდრე პატო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ლივერპულში" გადავა.

"სიტყვიერი შეთანხმება "ლივერპულთან" უკვე მიღწეულია. ოფიციალურად ყველაფერი რამდენიმე დღეში გადაწყდება. პატომ დიდი ხნის წინ გამოთქვა ევროპაში დაბრუნების სურვილი, "ლივერპული" კი კარგი გუნდია კარიერის გასაგრძელებლად", - განაცხადა დე ანდრადემ.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს "კორინთიასმა" ბრაზილიელი ფორვარდი იჯარით "სან-პაოლოში" გაუშვა.

მიმდინარე სეზონში 56 ჩატარებულ შეხვედრაში პატოს ანგარიშზე 26 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული