"მანჩესტერ სიტის" 27 წლის არგენტინელმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ ეკვადორის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში მიღებული მუხლის ტრავმის შემდეგ ვარჯიში განაახლა.
ფეხბურთელმა "სიტის" ბოლო 7 შეხვედრაში ვერ ითამაშა.
მანჩესტერელთა თავკაცის, მანუელ პელეგრინის განცხადებით, ამჟამად ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს და სანაკრებო პაუზის შემდეგ გუნდსაც დაეხმარება.