ლონდონის "ჩელსი" რადამელ ფალკაოსთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსი" კოლუმბიელ შემტევ რადამელ ფალკაოსთან კონტრაქტის გაწყვეტას იანვარშივე აპირებს.

ფეხბურთელი ლონდონში ფრანგული "მონაკოდან" იჯარის სახით გადაბარგდა.

ფალკაოს იჯარა "ჩელსისთან" წლის ბოლომდეა გათვლილი, მაგრამ 29 წლის ფორვარდმა ვერაფრით მოახერხა ჟოზე მოურინიოს გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება.

ლონდონელთა მაისურში კოლუმბიელი ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ მოხვდა და თავი ერთხელ გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული