დიდიე დროგბა ლონდონის "ჩელსიში" ვარჯიშის მომხრეა

AutoSharing Option
ამერიკული "მონრეალის" კოტ-დიუარელი ფორვარდი დიდიე დროგბა მზადაა ჩემპიონატის შესვენების პერიოდში ლონდონის "ჩელსიში" ივარჯიშოს.

ფეხბურთელის განცხადებით მას კარიერის გაგრძელება ევროპაში არ სურს.

"ევროპაში თამაში არ მინდა. დასვენება მჭირდება.

მზად ვარ "ჩელსისთან" ერთად ვივარჯიშო, მაგრამ "მონრეალთან" უნდა განვიხილო ეს საკითხი.

ფიზიკური მდგომარეობის მხრივ ჩემთვის რთული სეზონი გამოდგა. მოსამზადებლად მცირე დრო მქონდა.", - განაცხადა დროგბამ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკული MLS-ის შესვენება 3 თვეს გასტანს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული