ფეხბურთელის განცხადებით მას კარიერის გაგრძელება ევროპაში არ სურს.
"ევროპაში თამაში არ მინდა. დასვენება მჭირდება.
მზად ვარ "ჩელსისთან" ერთად ვივარჯიშო, მაგრამ "მონრეალთან" უნდა განვიხილო ეს საკითხი.
ფიზიკური მდგომარეობის მხრივ ჩემთვის რთული სეზონი გამოდგა. მოსამზადებლად მცირე დრო მქონდა.", - განაცხადა დროგბამ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული MLS-ის შესვენება 3 თვეს გასტანს.