"ტოტენჰემი" ჰარი კეინის შენარჩუნებას გაორმაგებული ხელფასით ეცდება

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემის" ინგლისელ ფორვარდს ჰარი კეინს, ბოლო პერიოდში არაერთი მსურველი გამოუჩნდა. სწორედ ამიტომ ლონდონელები მის შესანარჩუნებლად ხელფასის გაორმეგას აპირებენ.

ინფორმაციას ამის შესახებ Goal.com ავრცელებს.

კეინის მიმდინარე ხელფასი კვირაში 35 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს, კონტრაქტი კი 2020 წლამდეა გათვლილი.

22 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 8 გოლის გატანა მოახერხა. ამის გარდა, ევროპის ლიგაზე ჩატარებულ 5 შეხვედრაში კეინის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული