"მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ბაიერნს" სადიო მანე სურთ
AutoSharing Option
როგორც ცნობილი გამოცემა Daily Mail-ი იტყობინება, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "მანჩესტერ იუნაიტედი" და მიუნხენის "ბაიერნი" "საუთჰემპტონიდან" სადიო მანეს ყიდვას შეეცდებიან.
მიუნხენელები მანეში არიენ რობენის და ფრანკ რიბერის ალტერნატივას ხედავენ.
"საუთჰემპტონი" თავისი ფორვარდის გაყიდვას 56 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს. მანეს მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან 2018 წლამდეა გათვლილი.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.