მარტინ შკრტელი ავტოგოლებით ჯეიმი კარაგერს წამოეწია

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის მე-15 ტურში "ნიუკასლთან" დაპირისპირებაში (0:2) "ლივერპულის" მცველის, მარტინ შკრტელის მიერ გატანილი ავტოგოლი მის ინგლისურ კარიერაში მეშვიდე აღმოჩნდა.

ამ ავტოგოლით სლოვაკი ფეხბურთელი თავის ყოფილ გუნდელს, ჯეიმი კარაგერს წამოეწია და ამ მაჩვენებლით პრემიერლიგის ისტორიაში მეორე პოზიციაზე გადავიდა.

პირველი ადგილი კი რიჩარდ დანს ეკუთვნის, რომლის ანგარიშზეც პრემიერლიგური კარიერის მანძილზე 10 ავტოგოლია. დანმა "მანჩესტერ სიტიში", "ასტონ ვილასა" და ქპრ-ში ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული