საინტერესოა, რა მოხდება, თუ დღეს "ჩელსი" შინ წააგებს მოუს ყოფილ გუნდ "პორტუსთან" და ჯგუფში ჩარჩება. აი, მერე კი ჟოზეს მატჩი პირველადგილოსან "ლესტერთან" აქვს.
"მელიები" საოცარ ფორმაში არიან, თანაც, მათი თავკაცი კლაუდიო რანიერი სწორედ ის სპეციალისტია, რომელიც თავის დროზე, მოურინიომ ჩაანაცვლა. იტალიელი "ლურჯების" ბანაკიდან, მისი აზრით, უსამართლოდ გაუშვეს.
"განსაკუთრებულმა" კი მას ცოტა ხნის წინათ "ლუზერი" უწოდა - რა ჩემი ბრალია, თუ ხალხი მას "ლუზერად" მიიჩნევსო.
"ვფიქრობ, რომ ჩემი მოხსნის საკითხი არ
მოუს ტრადიციულად სახალისო გასაუბრება ჰქონდა ჟურნალისტებთან, განსაკუთრებით კი, ერთ-ერთთან:
- თუ შემდეგ მატჩსაც წააგებთ "ლესტერთან", ხომ არ ფიქრობთ, რომ შეიძლება პოსტი დაკარგოთ?
- "თუ" არ არსებობს - მოვიგებ, ფრე იქნება ან წავაგებ.
- და, თუ წააგებთ?
- თქვენ პესიმისტი ხართ, მე კი - ოპტიმისტი.
- და მაინც, წარმოვიდგინოთ, რომ წააგეთ. თუ ეს მოხდა, როგორ გგონიათ, მოგხსნიან?
- "თუ" არ არსებობს.
მითქმა-მოთქმა კი მაინც გრძელდება, რომ თუ მოურინიო უახლოეს ორ შეხვედრას წარუმატებლად ჩაატარებს, რომან აბრამოვიჩი მას "ჩელსიდან" დაითხოვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"