უიღბლო დანიელ სტარიჯი - 8 ტრავმა 16 თვეში

AutoSharing Option
დანიელ სტარიჯს შამანი სჭირდება - ფაქტი ჯიუტია, ექიმები უძლურნი არიან და 26 წლის თავდამსხმელი აშკარად "დათარსულია". ინგლისის ნაკრებისა და "ლივერპულის" თავდამსხმელმა მორიგი ტრავმა მიიღო.

იგი "ლივერპულისა" და "ნიუკასლის" შეხვედრაში მოგვიანებით ჩაერთო, რადგან წინა დაზიანებების გამო ახალმომჯობინებული იყო და ბოლომდე მწყობრში ჯერ არ გახლდათ.

თუმცა ახლა საერთოდ გამოვიდა მწყობრიდან და ლაზარეთს დაუბრუნდა. "სენტ ჯეიმს პარკზე" მან ახალი ტრავმა "გამოჩხრიკა" და, მედიკოსების თქმით, რამდენიმე კვირით კვლავაც
დაემშვიდობა ფეხბურთს.

ეს ძალიან დასანანი ამბავია, რადგან, ჯერ ერთი, სტარიჯი ადამიანურად ცოდოა და მეორეც, იურგენ კლოპი და "ლივერპულის" ფანები დიდი ხანია, ელოდნენ მის დაბრუნებას, ეს ფეხბურთელი გუნდს ძალიან სჭირდება.

2013/14 წლების სეზონში მან "ლივერპულის" 43 მატჩიდან 33-ში მიიღო მონაწილეობა და საუცხოოდ გამოიყურებოდა. ამის შემდეგ კი მისი საქმე უკან-უკან მიდის - წინა სეზონში კლუბის 58 თამაშიდან მხოლოდ 18-ში მიიღო მონაწილეობა, მიმდინარეში კი 23-დან - 6-ში. 2014 წლის აგვისტოდან დღემდე ეს მისი მე-8 ტრავმაა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია "ვესტ ბრომვიჩსა" და "ტოტენჰემს" დააჯარიმებს. ამის მიზეზი ის არის, რომ "გუნდებმა ვერ გააკონტროლეს თავიანთი ფეხბურთელები".

მოთამაშეებს შორის აგრესიული შეხლა-შემოხლა მას მერე მოხდა, რაც "ალბიონის" ჯეიმს მაკლინმა "დეზების" მუსა დემბელეს წინააღმდეგ იუხეშა. პარასკევს საღამომდე კლუბებს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ინგლისელი მჭედლიძე გაიჩითა )))
shako
12:51 10-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული