"მანჩესტერ იუნაიტედს" ანდერ ერერა დაუბრუნდა

AutoSharing Option
როგორც Goal.com იტყობინება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ანდერ ერერა პრემიერლიგის მორიგ ტურში "ბორნმუთის" წინააღმდეგ ითამაშებს.

წყაროს ინფორმაციით, 26 წლის ესპანელმა ბარძაყის ტრავმა მოირჩინა და უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 შეხვედრაში ერერას ანგარიშზე 3 გოლია. "მანჩესტერის" და "ბორნმუთის" შეხვედრა შაბათს, 12 დეკემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული