პრემიერლიგა. XVI ტური: "იუნაიტედი" უკვე პირდაპირ კუთხურიდან უშვებს [VIDEO]

AutoSharing Option
12 დეკემბერს ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

"მანჩესტერ სიტიმ" 92-ე წუთზე გამოგლიჯა ხელიდან "სუონსის" მოგება და პრემიერლიგაში გალიდერდა.

"ქალაქელები" 26-ე წუთზე უილფრიდ ბონიმ დააწინაურა, რომელმაც გოლი ყოფილ გუნდს გაუტანა. მაგრამ ბოლო წუთზე ბაფეტიმბი გომესმა გაათანაბრა. "სიტიმ" კურიოზული გოლით მოიგო - იაია ტურეს დარტყმული კილეჩი იჰეანაჩოს ზურგში მოხვდა და ისე გავიდა უელსელთა კარში - 2:1.

მანუელ პელეგრინი (სიტი): "ხასიათი გამოვავლინეთ, იმის მიუხედავად, რომ თამაში არ გამოგვდიო
და. შუაკვირაში ვითამაშეთ და ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ ამ მატჩის მოგებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ჩვენ ეს შევძელით".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აი, "იუნაიტედმა" კი სტუმრად "ბორნმუთთან" დათმო, რომელმაც წინა ტურში "ჩელსი" დაამარცხა. მე-2 წუთზე ჯუნიორ სტანისლასმა კუთხურიდან ჩაახვია ბურთი ნაქები დავიდ დე ხეას კარში. "იუნაიტედმა" კი გაათანაბრა, მაგრამ "ბორნმუთს" მანჩესტერელთა ყოფილმა ფეხბურთელმა ჯოშუა კინგმა მოაგებინა - 2:1.

ედი ჰაუი (ბორნმუთი): "ყოველი ჩვენგანი ბევრს ინდომებდა, გუნდმა ერთიანობის წყალობით მოიგო. ჩემი ბიჭებით ძალიან ამაყი ვარ. "მანჩესტერ იუნაიტედის" სახელმა ისინი ერთი წამითაც არ გატეხა. მეორე ტაიმში მეტი გოლის გატანა შეგვეძლო".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნორვიჩი-ევერტონი 1:1
გოლები: 0:1 ლუკაკუ (15), 1:1 ჰულეჰენი (47)

კრ. პალასი-საუთჰემპტონი 1:0
გოლი: 1:0 კაბაი (38)

ვესტ ჰემი-სტოკი 0:0

სიტი-სუონსი 2:1
გოლები: 1:0 ბონი (26), 1:1 გომისი (90), 2:1 იჰეანაჩო (92)

სანდერლენდი-უოტფორდი 0:1
გოლი: 0:1 იგალო (4)

ბორნმუთი-მანჩესტერი 2:1
გოლები: 1:0 სტანისლასი (2), 1:1 ფელაინი (24), 2:1 კინგი (54)

1. სიტი - 32 ქულა; 2. ლესტერი - 32; 3. არსენალი - 30; 4. მანჩესტერი - 29; 5. ტოტენჰემი - 26.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული