ფერგი ძველ, კარგ დროს შეძლებისდაგვარად ენდობოდა კინგს, მაგრამ ფეხბურთელს ეს ნდობა არ ეყო. ჯოშუამ "იუნაიტედში" ითამაშა ჩემპიონთა ლიგასა და ინგლისის თასზე. მხოლოდ ორჯერ ითამაშა. მან იმ შეხვედრებში დენი უელბეკი შეცვალა.
"რა თქმა უნდა, ფერგიუსონის სიდიადეში ეჭვის შეტანა სისულელეა. ის დიდი ბოსი იყო, მაგრამ
არ ვიცი, რატომ იქცეოდა ის ასე, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელს ხშირად გვერდში მდგომი სჭირდება. ძალიან მიკვირდა ფერგიუსონის საქციელი", - განაცხადა კინგმა.
"ფერგიუსონი კარგი პიროვნებაა, მაგრამ ალბათ ცოტა მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა ახალგაზრდების მიმართ. სამაგიეროდ, ძალიან ყურადღებიანები იყვნენ ჩვენ მიმართ გიგზი და სქოულზი. მე მათთან სულ რამდენიმეჯერ ვითამაშე, ძირითადად - სარეზერვო გუნდში, როცა ეს ორი გოლიათი მინდორზე იყო. განუმეორებლად ბედნიერი ვიყავი", - ესეც კინგის სიტყვებია.
ჯოშუა მაგრად იხსენებს რაიან გიგსს, ვინც შესაძლოა, სულ მალე "იუნაიტედი" ჩაიბაროს. კინგმა გიგზის თაობაზე შემდეგი თქვა:
"ის უდიდესი ადამიანია და ჩემ მიმართ მუდამ განსაკუთრებულ ყურადღებას ავლენდა. ის მუდამ ინტერესდებოდა, თუ როგორ მიდიოდა ჩემი საქმეები და თავი მის თანასწორად რომ მეგრძნო, ჯოშს კი არა, ჯოშუას მეძახდა. მნიშვნელოვანი თითქოს არ არის, მაგრამ მაინც საყურადღებოა", - ამბობს კინგი.
ოსლოში დაბადებულმა ჯოშუამ "იუნაიტედში" ფეხი ვერ მოიკიდა. მან ბევრი იმოგზაურა - მათ შორის, "გლადბახშიც". საბოლოოდ, ის "ბორნმუთში" მივიდა და გუნდის ძირითად თავდამსხმელადაც იქცა.
"აქ ძალიან ბედნიერი ვარ. "ბორნმუთმა" ყველაფერი მომცა და მეც ვცდილობ, სასარგებლო ვიყო გუნდისათვის", - აი, თურმე რატომ აღნიშნა კინგმა "მანჩესტერის" კარში გატანილი გოლი ასე თავგამოდებით.
ამბობენ, "იუნაიტედის" დამრიგებლად რაიან გიგზი ინიშნებაო. ვინ იცის, იქნებ რაიანმა გაიხსენოს თავისი ოდინდელი პატარა მეგობარი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"