ლონდონის "ჩელსი" ჯონ სტოუნში 40 მილიონ ფუნტს იხდის

AutoSharing Option
როგორც Daily Express-ი იტყობინება, ლონდონის "ჩელსი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ევერტონის" მცველის, ჯონ სტოუნსის ყიდვას შეეცდება.

ლონდონელები მზად არიან, 21 წლის ინგლისელში მერსისაიდელებს 40 მილიონი ფუნტი გადაუხადონ.

აღსანიშნავია, რომ "ჩელსი" სტოუნსით 2014 წლიდან ინტერესდება.

მიმდინარე სეზონში ინგლისელმა მცველმა პრემიერლიგაში 18 შეხვედრა ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული