"სუონსი": ვინ უღალატა გარი მონკს

AutoSharing Option
"სუონსის" კაპიტანი ეშლი უილიამსი ამბობს, რომ თავს უხერხულად გრძნობს გარი მონკის მოხსნის მერე და ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს, მისი თამადობით, მოთამაშეებმა მწვრთნელი დააღალატეს. როგორც იცით, მონკმა "თეთრ გედებში" 11 წელი გაატარა, თავიდან ფეხბურთელის რანგში, ხოლო 2014 წლის დასაწყისიდან მწვრთნელის ამპლუაში. შესაბამისად, მასსა და უილიამსს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ.

"ეს ძალიან მძიმე დღეები და პერიოდია. არც ერთ ადამიანს და ფეხბურთელს არ ვუსურვებდი იმავეს გამოვლას. ჩვენ ერთად დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით და ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ. ყოველდღიურად ვსაუბრობდით და ვფიქრობდით, რა შეიცვალა სეზონის
სტარტთან შედარებით და რატომ აღარ გამოგვდიოდა ძველებურად თამაში. სამწუხაროა, რომ სხვა გამოსავალი ვერ მოიძებნა" - თქვა უილიამსმა.

თავად მონკი ყოფილ გუნდს წარმატებებს უსურვებს და პარალელურად, ახალ სამსახურს ეძებს. როგორც ირკვევა, იგი უცხოეთში მუშაობაზეც არ იტყვის უარს. პირიქით, მონკი დიდი სიხარულით შეხვდა გარი ნევილის "ვალენსიაში" დანიშვნას და აღნიშნა - იმედია, ეს ბრიტანელ სპეციალისტებს ევროპის სხვა ქვეყნებში ფანჯარას გაუჭრისო.

დევიდ მოიესმა "სოსიედადში" წარმატებით ვერ იმუშავა და ვერც ნევილმა დაიწყო "ვალენსიაში" შთამბეჭდავად, მაგრამ მონკს მისი ეიმედება.

"სუონსის" თავმჯდომარე ჰიუ ჯენკინსი კი არგენტინაშია მარსელო ბიელსასთან მოსალაპარაკებლად. ცხადია, არიან სხვა კანდიდატებიც.

თუმცა, შესაძლოა, შეთანხმების მიღწევა და გადაწყვეტილების მიღება მომავალ უქმეებამდე ვერ მოესწროს და ამ შემთხვევაში გუნდს ისევ ალან კერტისი უხელმძღვანელებს. გასავრდნ ზონასთან მიახლოებული "სუონსი" კვირას "ლიბერთი სტედიუმზე" "ვესტ ჰემს" მასპინძლობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული