ლონდონის "ჩელსიმ" ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა. ეს ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა.

მოურინიომ "ჩელსიში" 7-თვიანი მუშაობის განმავლობაში ინგლისის ჩემპიონატი მოიგო. აგვისტოში პორგუგალიელმა კლუბთან ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ინგლისური მედიის ინფორმაციით, ხელშეკრუკების გაწყვეტისთვის კლუბი მწვრთნელს კომპენსაციის სახით 12 მლნ ევროს გადაუხდის.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის 16 ტურის შემდეგ ლონდონელები 15 ქულით სატურნირო ცხრილში მე-16 პოზიციას იკავებენ.

არსებული ინფორმაციით, ვაკანტურ თანამდებობაზე გუს ჰიდინკის, ხოსეპ გვარდიოლას, ბრენდან როჯერსისა და ხუანდე რამოსის კანდიდატურები განიხილება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ადიოს ამიგო!
2015
19:16 17-12-2015
0
ბრენდან როჯერსის, ჰიდინკის და რამოსის დანიშვნას სჯობს ის მასაჟისტი გოგო დააბრუნონ და დანიშნონ მწვრთნელად
levan
09:32 18-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული