"ჩელსის" ტექნიკური დირექტორი: მოურინიოსა და ფეხბურთელებს შორის დიდი უთანხმოება იყო

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ტექნიკურმა დირექტორმა მაიკლ ემენალომ ჟოზე მოურინიოს გათავისუფლების შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ დაგვეცვა კლუბის ინტერესები. მიუხედავად იმისა, რომ მოურინიოს მიმართ დიდი გრძნობები არსებობს და რომელმაც ბევრი რამე გააკეთა კლუბისთვის, "ჩელსის" პრობლემები ჰქონდა. გუნდის შედეგები ცუდია. ნათელია, რომ მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის დიდი უთანხმოება იყო. ვფიქრობთ, რომ მოქმედების დრო დადგა. მფლობელი იძულებული იყო, ეს რთული გადაწყვეტილება მიეღო", - თქვა ემენალომ.

"ჩელსიმ" ჟოზე მოურინიო 17 დეკემბერს გაათავისუფლა.

ამ დროისთვის "ჩელსი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 15 ქულით მე-16
ადგილზე იმყოფება.

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო მოხსნეს - ფანების 71 პროცენტს ეს არასწორ ნაბიჯად მიაჩნია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული