15:13 19-12-2015
Golden Boy 2015: ანტონი მარსიალი ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია [VIDEO]
AutoSharing Option
20 წლის ფრანგი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2015 წლის სექტემბრიდან გამოდის, მანამდე კი "მონაკოს" ღირსებას იცავდა. მარსიალმა ევროთასებზე თავისი სადებიუტო გოლი ტრანსფერამდე ერთი თვით ადრე გაიტანა, 4 სექტემბერს კი პირველად საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა.
პრემია Golden Boy იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა 2003 წელს დააწესა და მას შემდეგ ის ევროპაში მოთამაშე 21 წლამდე რჩეულ ფეხბურთელს გადაეცემა.
ცნობისთვის, 2013 წელს ჯილდო "იუვენტუსის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ მიიღო, 2014-ში - "მანჩესტერ სიტის" ჰავბეკმა რახიმ სტერლინგმა, რომელიც იმხანად "ლივერპულში" გამოდიოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული