Golden Boy 2015: ანტონი მარსიალი ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა ანტონი მარსიალმა ჯილდო Golden Boy მიიღო, რომელიც წლის შედეგების მიხედვით, ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს ენიჭება.

20 წლის ფრანგი ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2015 წლის სექტემბრიდან გამოდის, მანამდე კი "მონაკოს" ღირსებას იცავდა. მარსიალმა ევროთასებზე თავისი სადებიუტო გოლი ტრანსფერამდე ერთი თვით ადრე გაიტანა, 4 სექტემბერს კი პირველად საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა.

პრემია Golden Boy იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა 2003 წელს დააწესა და მას შემდეგ ის ევროპაში მოთამაშე 21 წლამდე რჩეულ ფეხბურთელს გადაეცემა.

ცნობისთვის, 2013 წელს ჯილდო "იუვენტუსის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ მიიღო,
2014-ში - "მანჩესტერ სიტის" ჰავბეკმა რახიმ სტერლინგმა, რომელიც იმხანად "ლივერპულში" გამოდიოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული