პრემიერლიგა. XVII ტური: "ლესტერის" საშობაო რეკორდი - ბოლოდან პირველზე [VIDEO]

AutoSharing Option
19 დეკემბერს ინგლისის პრემიერლიგის მე-17 ტურის 7 შეხვედრა გაიმართა.

"სანდერლენდთან" მატჩის წინ ლონდონის "ჩელსის" თავკაცად ოფიციალურად დაინიშნა გუუს ჰიდინკი, რომელიც 2008/09 წლების სეზონშიც წვრთნიდა "ჩელსის".

ჰიდინკმა "ჩელსის" თამაშს ტრიბუნიდან, დიდიე დროგბასთან და რომან აბრამოვიჩთან ერთად უყურა.

"ჩელსიმ" "სანდერლენდს" 3:1 მოუგო, ბრანისლავ ივანოვიჩმა და პედრომ მალევე დააწინაურეს მასპინძლები, 50-ე წუთზე ოსკარმა პენალტი გაიტანა, ხოლო ფაბიო ბორინის ანგარიშზე პრესტიჟის გოლია. აღსანიშნავია, რომ მატჩმა "ჩელსის" ფანების საპრტოტესტო ბანერების თანხლებით ჩაიარა - ისინი ჟოზე მოურინიოს გაშვებას აპროტესტებენ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მართალია, რომელუ ლუკაკუმ ზედიზედ მერვე მატჩში
გაიტანა, ეს კი "ევერტონში" ნახევარ საუკუნეზე მეტია, არავის გაუკეთებია, სტუმარმა "ლესტერმა" მაინც იმარჯვა და ლიდერობას აკრძელებს - 3:2.

დუბლი (ოღონდ პენალტებით) შეასრულა რიად მაჰრეზმა, ხოლო ჯეიმი ვარდის ანგარიშზე მხოლოდ საგოლე პასია.

"ლესტერი" პრემიერლიგის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც წინა შობა ბოლო ადგილზე გაატარა, ახლა კი პირველია.

კლაუდიო რანიერი (ლესტერი): "სასიამოვნოა, რომ "ლესტერს" საშობაოდ 38 ქულა აქვს, კიდევ ორი ქულაა საჭირო მიზნის მიღწევამდე, რომ მერე ახალი მიზანი დავისახოთ. ბიჭებს უკვე ვუთხარი, რომ მუდმივ წინსვლაა საჭირო, საღი გონებით".

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრეფორდზე" 1:2 დამარცხდა "ნორვიჩთან". გოლები მასპინძელთა კარში კამერონ ჯერომმა და ალექსანდერ ტეტეიმ გაიტანეს, ხოლო მასპინძელთაგან - ანტონი მარსიალმა. უეინ რუნიმ "მანჩესტერის" მაისურით, მე-500 მატჩი ითამაშა.

ლუი ვან გაალი (მანჩესტერი): "ახლა "იუნაიტედს" რთული პერიოდი აქვს. სამი მატჩი ზედიზედ წავაგეთ. ასეთი რამ კი აქ იშვიათად ხდება. არ გვაქვს უფლება ამას შევეგუოთ, ერთად უნდა ვიბრძოლოთ. მაგრამ არ ვიცი, მომცემენ თუ არა დროს, რომ ყველაფერი გამოვასწორო, ვნახოთ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ვესტ ბრომვიჩი-ბორნმუთი 1:2
გოლები: 0:1 სმითი (52), 1:1 მაკოული (79), 1:2 დენიელსი (87-პენ)
გაძევება: მაკლინი (34. ვესტ ბრომვიჩი), რონდონი (95. ვესტ ბრომვიჩი)

სტოკი-კრ. პალასი 1:2
გოლები: 0:1 უიქჰემი (45-პენ), 1:1 კრკიჩი (76-პენ), 1:2 ლი (88)

ევერტონი-ლესტერი 2:3
გოლები: 0:1 მაჰრეზი (27-პენ), 1:1 ლუკაკუ (32), 1:2 მაჰრეზი (65-პენ), 1:3 ოკაზაკი (69), 2:3 მირალასი (89)

მანჩესტერი-ნორვიჩი 1:2
გოლები: 0:1 ჯერომი (38), 0:2 ტეტეი (54), 1:2 მარსიალი (66)

ჩელსი-სანდერლენდი 3:1
გოლები: 1:0 ივანოვიჩი (5), 2:0 პედრო (13), 3:0 ოსკარი (50-პენ), 3:1 ბორინი (53)

საუთჰემპტონი-ტოტენჰემი 0:2
გოლები: 0:1 კეინი (40), 0:2 ალი (43)

ნიუკასლი-ასტონ ვილა 1:1
გოლები: 1:0 კოლოჩინი (38), 1:1 ჯ. აიუ (61)

1. ლესტერი - 38 ქულა; 2. არსენალი - 33; 3. სიტი - 32; 4. ტოტენჰემი - 29; 5. მანჩესტერი - 29.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული