ლონდონის "ჩელსის" გულშემატკივრებმა საკუთარ ფეხბურთელებს უსტვინეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 დეკემბერს პრემიერლიგის მე-18 ტურში, სადაც ლონდონის "ჩელსი" "სანდერლენდს" დაუპირისპირდა, ლონდონელმა გულშემატკივრებმა ჟოზე მოურინიოს მხარდასაჭერი ბანერები გამოფინეს.

გულშემატკივართა შორის იყო ისეთი ხალხიც, ვინც პორტუგალიელი სპეციალისტის გათავისუფლებაში ბრალს ფეხბურთელებს სდებდა. საუბარი სამ ფეხბურთელზეა - დიეგო კოშტა, ედენ აზარი და ცესკ ფაბრეგასი, რომლებსაც გულშემატკივრის გარკვეულმა ნაწილმა უსტვინა.

"ჩელსის" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კი ამ სამ ფეხბურთელს ბანერი მიძღვნა, რომელზეც ეს ფეხბურთელები ვირთხებად იყვნენ ნახსენები.

შეხვედრა ლონდონელთა გამარჯვებით დასრულდა - 3:1.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული