უეინ რუნიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით მე-500 შეხვედრა ჩაატარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 დეკემბერს პრემიერლიგის მე-18 ტურში "ნორვიჩის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრა, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდ უეინ რუნისთვის "წითელი ეშმაკების" მაისურით მე-500 გამოდგა.

ინგლისელი ფორვარდი მანკუნიანელთა ისტორიაში მეათე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ მაჩვენებელს მიაღწია.

შეხვედრის დაწყებამდე "მანჩესტერის" ერთ-ერთმა ლეგენდამ ბობი ჩარლტონმა უეინ რუნი დააჯილდოვა.

ინგლისელი ფორვარდი "მანჩესტერის" ღირსებას 2004 წლიდან იცავს.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 შეხვედრაში რუნის ანგარიშზე 7 გოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული