როგორც The Telegraph-ი იტყობინება, მანკუნიანელთა ხელმძღვანელობამ ჰოლანდიელ სპეციალისტს უკანასკნელი შანსი მისცა: "მანჩესტერმა" უახლოესი ორი შეხვედრა უნდა მოიგოს. იმ შემთხვევაში, თუ გუნდმა რომელიმე შეხვედრა ვერ მოიგო, ჰოლანდიელი სპეციალისტი გუნდს დატოვებს, მის შემცვლელად კი პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო მოიაზრება.
26 დეკემბერს "წითელი ეშმაკები" "სტოკს" ესტუმრებიან, 2 დღეში კი "ოლდ ტრაფორდზე" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლებენ.