"მანჩესტერ სიტის" მცველმა მარტინ დემიკელისმა დაადასტურა, რომ ზაფხულში ინგლისურ გუნდს მიუნხენის "ბაიერნის" ამჟამინდელი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ჩაიბარებს.
ინფორმაციას ამის შესახებ beIN Sports-ი ავრცელებს.
"სიტის" ამჟამინდელი მწვრთნელი ჩილელი მანუელ პელეგრინია, გუნდი კი ინგლისის პრემიერლიგაში მესამე ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულებისთანავე გვარდიოლა "ბაიერნს" დატოვებს.