"ლესტერი" ჯეიმი ვარდის ახალ კონტრაქტს უმზადებს

AutoSharing Option
ინგლისური "ლესტერი" მზადაა გუნდის ფორვარდ ჯეიმი ვარდის ახალი კონტრაქტი შესთავაზოს.

აღნიშნულ ინფორმაციას Daily Mirror-ი ავრცელებს.

კლუბი მზადაა ინგლისელ ფორვარდს ხელფასი, რომელიც ახლა კვირაში 40 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს, გაუორმაგოს.

შეგახსენებთ, რომ ვარდისადმი ინტერესს ლონდონის "ჩელსი" გამოხატავს.

ვარდი, რომელმაც პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა, ჩემპიონატის ბომბარდირია. ამასთანავე, ინგლისელის აქტივში 3 საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ნეტა თვითონ თუ იციან, რომ პირველზე არიან ?

ვინმე შეახსენეთ, რომ პირველზე არიან, თორემ შეიძლება თვითანაც კი არ იციან, რომ პირველზე არიან.
საბერძნეთი
26 დეკემბერი 2015 15:37
0
გამართლების გარეშე სპორტის ვერცერთ სახეობაში ვერაფერს მიაღწევ! და კიდევ, ნუ გავიწყდებათ რომ პრემიერლიგის დონე ბოლო დროს საგრძნობლად დაეცა, გრანდები ვეღარ არიან ძლიერები, სიტის კი გრანდად არ მივიჩნევ , აი მანიუ, ჩელსი, ლივერპული, არსენალი ვერ აჩვენებენ კარგ თამაშს, რასაც ლიგაზე მათი გამოსვლაც ადასტურებს
levan
26 დეკემბერი 2015 15:08
0
ბაბუ გამართლება კიარა მონდომება აქ ლესტერს. მთელი პირველი წრე უმართლებს?
საბერძნეთის
26 დეკემბერი 2015 14:57
0
74–წლის ვარ და ლესტერის მსგავსი თავხედი და გამართლება გუნდი ჯერ არ მახსოვს პრემიერ ლიგაში.
საბერძნეთი
26 დეკემბერი 2015 14:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული