მადრიდის "რეალი" რაფაელ ბენიტესის შემცვლელად ზინედინ ზიდანს განიხილავს

AutoSharing Option
მადრიდის "რელის" ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე შეჯერდა იმ შემთხვევისთვის, თუკი ამჟამინდელი თავკაცი რაფაელ ბენიტესი თანამდებობას დატოვებს.

ამის შესახებ Marca იუწყება, რომლის ცნობით, ბენიტესის სავარაუდო მემკვიდრე "რეალის" სარეზერვო გუნდის, "კასტილიის" დამრიგებელი ზინედინ ზიდანია.

თავდაპირველად "რეალის" მწვრთნელად, ზიდანის გარდა, ისეთი სპეციალისტების კანდიდატურებიც განიხილებოდა, როგორებიც არიან ჟოზე მოურინიო, ვიქტორ ფერნადესი, ფაბიო კაპელო და ანტონიო კონტე. თუმცა "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა საბოლოოდ კანდიდატთა სიიდან, ზიდანის გარდა, ყველა გამორიცხა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან მოხარული ვიქნები დავიტანჯეეეე
0
არა მარტო ექსტრაკლასის ფეხბურთელი, არამედ ფეხბურთის ისტორიაში უჭკვიანესი მოთამაშე, გახსოვთ ალბათ, 2006 წელს ნაკრებს ის ხელმძღვანელობდა მსოფლიოზე და არა იდიოტი დომენეკი თუ რა ერქვა აღარც მახსოვს
llcl
11:29 28-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული