ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებას დათანხმდა

AutoSharing Option
ლუი ვან გაალის გუნდიდან გაშვების შემთხვევაში, "მანჩესტერ იუნაიტედს" რაიან გიგზი ჩაიბარებს, მის ასისტენტად კი სერ ალექს ფერგიუსონი დაინიშნება.

ინფორმაციას ამის შესახებ Daily Star-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, მანკუნიანელთა ხელმძღვანელობას მთავარი მწრთნელის პოსტზე პორტუგალიელი სპეციალისტის, ჟოზე მოურინიოს ხილვა სურს, მაგრამ ჰოლანდიელის წასვლის შემთხვევაში გუნდს გიგზი უთავკაცებს.

ამასთანავე, უელსელს "მანჩესტერის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, სირ ალექს ფერგიუსონი დაეხმარება.

ВВС-ის ინფორმაციით, ფერგიუსონი, რომელიც გუშინ, 28 დეკემბერს "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსის" (0:0) შორის "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ შეხვედრას დაესწრო, სტადიონზე მწვრთნელების და ფეხბურთელების შესასვლელიდან მოხვდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ლევან! ფეხბურთი ტელევიზორის გარდა გინახავს? რას ქვია ფერგი არ გააკარონ? ამიხსენი რა! სისულელეს რომ ეძახი, ფერგის დანიშვნას, სიჭკვიანე რა არი, ვან გაალს რო არ აგდებენ კინწისკვრით?
gela
21:02 29-12-2015
0
ვან გაალს,მოურინიოს,გიგზს და ყველა დანარჩენს ერთად აღებულს თითქმის 80 წელს მიღწეული ფერგიუსონი სჯობია ასჯერ!!! დიდი მადლობა უთხრან თუ გაეკარება,ამასთანავე სამმაგი გადაუხადონ...
ასეა ეს
22:16 29-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული