"ფეხბურთელებს უნდათ, რომ თითოეული სანტიმეტრისთვის იბრძოლონ და ამას
ეს ზეწოლა კი ბუნებრივია, საფეხბურთო სამყარო გიჟურია და თუ მსგავსი რამე ჟოზე მოურინიოს დაემართა, ესე იგი, ყველას შეიძლება დაემართოს, მათ შორის, მეც" - აღნიშნა 64 წლის სპეციალისტმა.
მიუხედავად ამისა, სპეციალისტებისა და ფანების უმეტესობას მიაჩნია, რომ ვან გაალს "ოლდ ტრაფორდზე" დიდი დღე მაინც არ უწერია. აგერ, ჟოზე მოურინიო თავად ჰოლანდიელმა ახსენა და უკვე გამოჩნდა "იუნაიტედის" ქომაგთა ნაწილი, რომელიც სპეციალურ ყელსახვევებს აფრიალებს ჟოზეს გამოსახულებით და პორტუგალიელს "ოცნებების თეატრზე" ეპატიჟება.
შემდეგი მატჩი "მანჩესტერს" შინ აქვს "სუონსისთან", ეს ახალი წლის პირველი შეხვედრა იქნება და შაბათს გაიმართება. მერე კი ასოციაციის თასის თამაშია "შეფილდ იუნაიტედთან".
"ჩელსისთან" ხსენებულ შეხვედრაში კი ხუან მატამ და ანტონი მარსიალმა ძელს გაარტყეს ბურთი, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებულმა უეინ რუნიმ კი მატჩის მიწურულს კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.
"ჩვენ ბევრი შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან, ერთი მათგანი მაინც უნდა გამოგვეყენებინა. მთლიანობაში კარგად ვითამაშეთ და დასანანია, რომ უპირატესობის მიუხედავად, ვერ ვიმარჯვეთ. ახლა რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ ყველანი ერთად ვდგავართ, რაც მნიშვნელოვანია" - თქვა რუნიმ.
ისე, "შრეკს" მანჩესტერელთა მაისურით 3 ნოემბრის მერე არ გაუტანია. პარალელურად, პრესაში იმასაც წერენ, რომ "მანჩესტერი" დიდი თანხის დახარჯვას გააგრძელებს და შესაძლოა, რამდენიმე ტრანსფერის განხორცილება იანვარშივე სცადოს.
გუნდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბრაზილიელი ფელიპე ანდერსონია. "იუნაიტედი" მზად არის 33-40 მილიონი გირვანქაც კი გადაუხადოს რომის "ლაციოს", ოღონდ კი 22 წლის ფანტაზისტა ხელში ჩაიგდოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"