პრემიერლიგა. XIX ტური: "ლივერპულმა" 2015 წელი გამარჯვებით დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 დეკემბერს, ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურის და 2015 წლის უკანასკნელი შეხვედრა ჩატარდა, სადაც მერსესაიდული "ლივერპული" ჩემპიონატის აუტსაიდერ "სანდერლენდს" დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის პირველივე წუთზე მერსესაიდელთა რიგებიდან კრისტიან ბენტეკეს ანგარიშზეა.

ამრიგად, "ლივერპულს" 30 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციაზე აინაცვლა, "სანდერლენდი" კი 12 ქულით კვლავ მე-19-ეა.

ინგლისი. პრემიერლიგა. XIX ტური
სანდერლენდი-ლივერპული 0:1
გოლი: 0:1 ბენტეკე (46)
სანდერლენდი (4-3-3): მანონე - ჯონსი, კოატესი (72. იედლინი), ბრაუნი, ვან ანჰოლტი - როდუელი (30. უოტმორი), მ"ვილა,
კატერმოლი - ჯონსონი (63. ლენსი), ბორინი, დეფო
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე - კლაინი, ლოვრენი, სახო, ალბერტო მორენო - ჰენდერსონი (61. ლუკასი), ჯანი - ლალანა, კოუტინიო (83. აიბი), ფირმინო (90+3. ტურე) - ბენტეკე
გაფრთხილება: ლენსი – ბენტეკე, ჯანი, მორენო
კუთხური: 6-4 ჯარიმა: 8-16 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 8(3)-17(6) ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 45 765

ბომბარდირები: 15 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 14 - ოდიონ იგალო (უოტფორდი); 13 - რიად მაჰრეზი (ლესტერი); 11 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 10 - ოლივიე ჟირუ (არსენალი); 7 - სერხიო აგუერო (სიტი), ჯორჯინიო ვეინალდუმი (ნიუკასლი), მარკო არნაუტოვიჩი (სტოკი).

მომდევნო ტური
2 იანვარი:
ვესტ ჰემი-ლივერპული, სანდერლენდი-ასტონ ვილა, ლესტერი-ბორნმუთი, არსენალი-ნიუკასლი, ნორვიჩი-საუთჰემპტონი, ვესტ ბრომვიჩი-სტოკი, მანჩესტერი-სუონსი, უოტფორდი-სიტი

3 იანვარი:
კრ. პალასი-ჩელსი, ევერტონი-ტოტენჰემი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული