წყაროს ცნობით, გერმანელი ფეხბურთელი კატალონიურ გრანდში თავს კარგად ვერ გრძნობს. ტერ-შტეგენს არ აქვს გუნდში საკმარისი სათამაშო პრაქტიკა და თანაც, მისთვის დამაიდებელს არც "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ამბობს რაიმეს.
სწორედ ამიტომ, ტერ შტეგენს ესპანური გრანდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი. რაც შეეხება კლოპს, ის დიდი ხანია იცნობს 23 წლის გოლკიპერს და საკმაოდ კარგი წარმოდგენისაა მასზე.