აღსანიშნავია, რომ ადრეულ ეტაპზევე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს პრემიერლიგის გუნდები. შაბათს "უოტფორდმა" "ნიუკასლს" უმასპინძლა, "არსენალმა" - "სანდერლენდს", "საუთჰემპტონმა" - "კრისტალ პალასს", "ნორვიჩმა" - "სიტის".
"არსენალი" შემდეგ ეტაპზე გავიდა, არადა, თავიდან ლენსის გოლით "სანდერლენდი" იგებდა, მაგრამ კემპბელმა, რემზიმ და ჟირუმ "მეთოფეებს" გამარჯვება მოუტანეს - 3:1.
"სიტიმ" სტუმრად გაანადგურა "ნორვიჩი" - 3:0. გოლები აგუერომ, იჰენაჩომ და დე ბრუინმა გაიტანეს.
"უოტფორდმა" 1:0 მოუგო "ნიუკასლს" 1/16 ფინალში გუნდი კაპიტანმა დინიმ გაიყვანა. "კრისტალ პალასმა" სტუმრად დაამარცხა "საუთჰემპტონი" -
"მანჩესტერ იუნაიტედს" ძალიან გაუჭირდა "შეფილდ იუნაიტედის" დამარცხება, ერთადერთი გოლი პენალტით უეინ რუნიმ გაიტანა - 1:0.
ლუი ვან გაალი (მანჩესტერი): "არა მგონია, რომ დღეს "მანჩესტერი" ციხიდან გამოიქცა. ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებით ჭირს. მეტოქეს ბურთის იქით სულ 10-11 ფეხბურთელი ჰყავდა, შესვენებამდე ნელა ვთამაშობდით.
დაცვა უფრო იოლია, ვიდრე შეტევა, პენალტი ასპროცენტიანი იყო და ჩვენ გავიმარჯვეთ, მთავარი კი ეს არის. ბიჭებს ასეც ვუთხარი. უფრო სწრაფად უნდა ვითამაშოთ ბურთით".
შემდეგ ეტაპზე აგრეთვე გავიდნენ პრემიერლიგური: "ვესტ ჰემი", "ბორნმუთი", "ევერტონი" და "სტოკი".