ლონდონის "ჩელსის" რუს მფლობელს, რომან აბრამოვიჩს სჯერა, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს საკუთარ გუნდში გადმოიყვანს. ამის შესახებ Mirror-ი იუწყება.
აბრამოვიჩი მიიჩნევს, რომ არგენტინელი სპეციალისტის "ჩელსიში" მიწვევისთვის ახლა ყველაზე კარგი პერიოდია. ცნობილია, რომ მადრიდულ კლუბს მომავალი ორ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფეხბურთელების შეძენა აეკრძალა და 620 000 ევროთიც დაჯარიმდა, რაც სიმეონეს ზაფხულში კლუბის გამოცვლისკენ უბიძგებს.
გამოცემა ასკვნის, რომ მაშინ, როდესაც გვარდიოლას "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელობას უწინასწარმეტყველებენ, სიმეონე ლონდონელთა N1 სამიზნეა.
რაც შეეხება "ჩელსის" ამჟამინდელ მწვრთნელ გუს ჰიდინკს, მას კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აქვს.
17:05 15-01-2016
რომან აბრამოვიჩს სჯერა, რომ "ჩელსიში" დიეგო სიმეონეს მიიყვანს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
პრინციპში დროა სიმეონემ შეიცვალოს გუნდი, "ატლეტიკოში" მეტს რას უნდა მიაღწიოს?!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული