ტრანსფერი: ოსტინი პრემიერლიგას დაუბრუნდა

AutoSharing Option
ჩარლი ოსტინი "ქუინზ პარკ რეინჯერსიდან" "საუთჰემპტონში" გადავიდა. 26 წლის ფორვარდის სანაცვლოდ, რომელსაც ერთი თვეა, ტრავმის გამო არ უთამაშია, "წმინდანებმა" 5,2 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ამ სეზონში მან ჩემპიონშიპის გუნდის შემადგენლობაში 16 თამაშში 10 გოლის გატანა შეძლო. შეგახსენებთ, რომ ბევრი სხვა ვარსკვლავისგან განხვავებით, ოსტინი, პრემიერლიგიდან გავარდნილ გუნდს ქვედა დივიზიონშიც გადაჰყვა.

არადა, მან გასულ სეზონში პრემიერლიგაში 18 გოლის გატანა მოახერხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული