34 წლის ასაკში ტეო უოლკოტმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
34 წლის ასაკში ცნობილმა ინგლისელმა შემტევმა ტეო უოლკოტმა გვამცნო, რომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

მისი ბოლო კლუბი "საუთჰემპტონი" იყო, სადაც 3 სეზონის განმავლობაში იასპარეზა.

მან კარიერა სწორედ "წმინდანთა" რიგებში დაიწყო, რის შემდეგაც 12 წელი "არსენალში" დაჰყო და გულშემატკივარმაც სწორედ "მეთოფეთა" რიგებიდან გაიცნო.

უოლკოტმა 3 წლის განმავლობაში "ევერტონში" ასპარეზობაც მოასწრო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული