* ჯონ ტერიმ "ჩელსის" მაისურით მე-700 მატჩში გოლიც გაიტანა და ავტოგოლიც.
* უეინ რუნიმ პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა - ერთი გუნდის მაისურით 176 გოლი გაიტანა.
ტურის ცენტრალური მატჩი "ენფილდზე" გაიმართა და უეინ რუნიმ სწორედ იქ დაამყარა პრემიერლიგის რეკორდი, თავის გუნდს გაამარჯვებინა იურგენ კლოპის "ლივერპულზე" და ვან გაალიც მხრებში გაიშალა.
ამასობაში, "არსენალს" და "ლესტერს" თითქმის წამოეწია "მანჩესტერ სიტი".
"ლესტერთან" წაგებით გაბრაზებულმა "ტოტენჰემმა" მოიგო და მე-4 ადგილზე პოზიცია გაიმყარა, თანაქალაქელ "ვესტ
პატრიკ ვან ანჰოლტმა რაღაც მოუხშირა გოლების გატანას და მან ამჯერადაც შეაგდო, რითაც "სანდერლენდი" პირველი ტაიმის მიწურულს დააწინაურა, მაგრამ "შავმა კატებმა" შესვენებამდეც ვერ გაძლეს და მერე "დეზებისთვის" უკვე ყველაფერი ტექნიკის საქმე იყო... "ტოტენჰემმა" აშკარად აჯობა მეტოქეს და დამსახურებულად იმარჯვა.
საუკეთესო კი კრისტიან ერიკსენი გახლდათ. დანიელს, ზოგადად, კარგად გამოსდის "სანდერლენდის" წინააღმდეგ თამაში და ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია.
"ძალიან კმაყოფილი ვარ, დროული და შესაბამისი რეაქცია იყო "ლესტერთან" წაგების მერე. უფრო მომთმენები უნდა ვიყოთ და თუ შემართებით გავაგრძელებთ, შედეგიც იქნება, როგორც ამ შეხვედრაში საბოლოოდ მაინც მივაღწიეთ ჩვენსას" - თქვა ლონდონელთა თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ.
დიდი დავიდარაბა იყო "სტემფორდ ბრიჯზე", სადაც გუნდებმა ნაღდი თამაში 50-ე წუთზე დაიწყეს. ჯონ ტერიმ დაიწყო და დაამთავრა. მან ჯერ ავტოგოლით დააწინაურა "ევერტონი", შემდეგ კი 98-ე წუთზე (!) გამათანაბრებელიც გაიტანა, ქუსლით, ლამაზად... თავის მე-700 მატჩში "ჩელსის" მაისურით.
თუმცა გამეორებამ თამაშგარე მდგომარეობა გამოაჩინა, რომელიც ლაინსმენმა გაატარა. არადა, 90-ე წუთზე რამირო ფუნეს მორის გოლის მერე რობერტო მარტინესს, ალბათ, თავი ქუდში ეგონა.
"სიტის" გასაოცრად ნამდვილად არ უთამაშია, ყოველ შემთხვევაში, პირველ ტაიმში "კრისტალ პალასი" მეტოქეს არაფრით ჩამოუვარდებოდა, მაგრამ "ქალაქელებმა" თავიანთი დამატებითი იარაღებიდან ერთ-ერთი - შორეული დარტყმები - ჩართეს საქმეში და ამან გაჭრა, ფაბიან დელფმა ძალიან შორიდან გაისროლა და მშვენიერი გოლი შეაგდო,მაგრამ "არწივების" უელსელმა მეკარემ, ჰენესიმაც ვერ იარწივა.
სერხიო აგუერომ მატჩი ორი გოლითა და საგოლე გადაცემით დაასრულა, ხოლო რაჰიმ სტერლინგი მანუელ პელეგრინიმ საერთოდ დაასვენა. "კრისტალ პალასს" კი უკვე 5 ტურია, გოლი არ გაუტანია.
მშვიდად მოიგო "საუთჰემპტონმა" და, როგორც ჩანს, "წმინდანები" მართლაც კრიზისის დაძლევისკენ მიდიან. ჯეიმს უორდ-პრაუსმა კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა. აქამდე მას პრემიერლიგაში სულ 1 ბურთი გაეტანა.
ისევ შეაგდო დუშან ტადიჩმა, ხოლო კლუბის ახალი შენაძენი "ქუინზ პარკიდან" ნაყიდი ჩარლი ოსტინი ტრიბუნიდან ადევნებდა მატჩს თვალყურს. კარგი იყო ისიც, რომ მეკარე ფრეიზერ ფორსტერი დაბრუნდა. "ვესტ ბრომვიჩზე" რა ვთქვათ, ტონი პულისის გუნდს მეტოქის კარისკენ არც გაუხედავს. "ალბიონმა" მთელი ენერგია, ალბათ, წინა ტურში "ჩელსის" შეალია.
დამაჯერებლად მოიგო "ბორნმუთმაც", ედი ჰაუს გუნდმა ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, "ნორვიჩს" 3 უპასუხო გოლი გაუტანა და 3 ქულაც ჩაიჯიბა.
ასეთი ლაღი და მარტივი არ ყოფილა "ნიუკასლის" გამარჯვება, მაგრამ ამას სტივ მაკლარენი და სრულიად "კაჭკაჭობა" სულაც არ ჩივის, მთავარია, ჯორდებმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქულები აიღეს და, სულ ცოტა, "სუონსის" დღევანდელ მატჩამდე გასავარდნი ზონა დატოვეს.
"სტოკისა" და "არსენალის" პრაგმატულ, არც ისე სანახაობრივ შეხვედრაში გოლი არ გასულა. "მეთოფეებს" დაშავებული მესუთ იოზილის ფანტაზია აკლდათ. არსენ ვენგერის გუნდმა რამდენიმე მომენტი მაინც შექმნა, მაგრამ ჯეკ ბატლენდმა მეტოქეს გატანა არ დაანება.
შესაბამისად, "ლესტერი" სუფთად პირველ ადგილზე იქნებოდა, წინა დღით თავისი მატჩი რომ მოეგო ბოლოადგილოსან "ასტონ ვილასთან". "მელიები" წინ იყვნენ და, წესით, სხვაობაც უნდა გაეზარდათ, მაგრამ, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რიად მაჰრეზმა პენალტი გააცუდა, მორიგი.
მერე კი კლაუდიო რანიერის გუნდმა გაუშვა და საბოლოო ჯამში, მხოლოდ ქულას დასჯერდა. შედეგად, ლესტერშირელებმაც და "არსენალმაც" "სიტისა" და "ტოტენჰემის" წისქვილზე დაასხეს წყალი.
ტურის ცენტრალურ მატჩს რაც შეეხება, სანახაობრივად მოლოდინი ვერ გაამართლა, მაგრამ დაძაბულობა "ენფილდზე" დიდი იყო. თითქოს, გოლი უფრო "ლივერპულს" უნდა შეეგდო და რომ არა დავიდ დე ხეა, გაიტანდნენ კიდეც, მაგრამ საბოლოოდ აქეთ გაუშვეს... მარუან ფელაინის დარტყმულს უეინ რუნიმ დაამატა და კაპიტანი "წითელი ეშმაკების" გმირად კიდევ ერთხელ იქცა.
არადა, მეტი ზუსტი დარტყმა "მანჩესტერს" არც ჰქონია. ასეა თუ ისე, ლუი ვან გაალის ბიჭებმა მე-5 ადგილზე გადაინაცვლეს.
XXII ტური
16 იანვარი
ტოტენჰემი-სანდერლენდი 4:1
გოლები: 0:1 ვან ანჰოლტი (40), 1:1 ერიკსენი (42), 2:1 დემბელე (59), 3:1 ერიკსენი (67), 4:1 კეინი (79-პენ)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი - დემბელე (80. კეროლი), დაიერი - ლამელა (73. ონომა), ალი, ერიკსენი - კეინი (88. სონი)
სანდერლენდი (4-2-3-1): პიკფორდი - ჯონსი, ო’ში, ბრაუნი, ვან ანჰოლტი - მ’ვილა, კატერმოლი (53. როდუელი) - ჯონსონი, გრემი (59. კირხჰოფი), ლენსი (76. უოტმორი) - დეფო
გაფრთხილება: - კატერმოლი, ჯონსონი
კუთხური: 11-3 ჯარიმა: 8-13 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 26(11)-5(2) ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 35 854
საუთჰემპტონი-ვესტ ბრომვიჩი 3:0
გოლები: 1:0 უორდ-პრაუსი (5), 2:0 უორდ-პრაუსი (35-პენ.), 3:0 ტადიჩი (72)
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი - სედრიკი (84. მარტინა), ვან დეიკი, ფონტე, ბერტრანი - უორდ-პრაუსი, ვანიამა - დევისი (73. რომეუ), ტარგეტი, მანე (63. ტადიჩი) - ლონგი
ვესტ ბრომვიჩი (4-4-1-1): მაიჰილი - დოუსონი, მაკკოლი, ოლსონი (46. რონდონი), ევანსი - ფლეტჩერი (46. ბრანტი), იაკობი, სესენიონი (63. ბერაჰინო), მაკლინი - გარდნერი - ანიჩებე
გაფრთხილება: -
კუთხური: 1-3 ჯარიმა: 10-11 თამაშგარე: 2-4 კარში დარტყმა: 8(4)-9(0) ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 29 622
ნიუკასლი-ვესტ ჰემი 2:1
გოლები: 1:0 აიოსე პერესი (6), 2:0 ვეინალდუმი (15), 2:1 იელავიჩი (49)
ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი - იანმაატი, მბემბა, კოლოჩინი, დამეტი (57. საივე) - შელვი, კოლბეკი - აიოსე პერესი (80. გუფრანი), ვეინალდუმი, სისოკო - მიტროვიჩი (90+5. ლასკელსი)
ვესტ ჰემი (4-3-3): ადრიანი - ტომკინსი (75. ჯენკინსონი), კოლინსი, ოგბონა, კრისუელი - კუიატე, ნოუბლი, ობიანგი (46. იელავიჩი) - ანტონიო (70. მოზესი), ვალენსია, პაიე
გაფრთხილება: ელიოტი -
კუთხური: 3-3 ჯარიმა: 9-4 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 23(10)-10(3) ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 50 031
სიტი-კრ. პალასი 4:0
გოლები: 1:0 დელფი (22), 2:0 აგუერო (41), 3:0 აგუერო (68), 4:0 დავიდ სილვა (84)
სიტი (4-3-1-2): ჰარტი - საბალეტა, ოტამენდი, დემიკელისი, კოლაროვი (52. კლიში) - ფერნანდო, დელფი, დე ბრუინი - დავიდ სილვა - აგუერო (85. ნავასი), იჰეანაჩო (57. იაია ტურე)
კრ. პალასი (4-3-3): ჰენესი - უორდი, დანი, დელანი, სუარე - ლედლი, კაბაი, მაკარტური (80. მატჩი) - პანჩონი, ზაჰა (85. ლი იონი), ვიქჰემი (66. შამახი)
გაფრთხილება: - შამახი, კაბაი
კუთხური: 5-6 ჯარიმა: 10-11 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 17(4)-9(3) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 53 983
ჩელსი-ევერტონი 3:3
გოლები: 0:1 ტერი (50-ს.კ-ში), 0:2 მირალასი (56), 1:2 დიეგო კოსტა (64), 2:2 ფაბრეგასი (66), 2:3 ფუნეს მორი (90), 3:3 ტერი (90+8)
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი, ზუმა, ტერი, ასპილიკუეტა - მატიჩი (55. ოსკარი), ობი მიკელი - ვილიანი, ფაბრეგასი, პედრო (66. კენედი) - დიეგო კოსტა (80. რემი)
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი - ოვიედო (71. ფუნეს მორი), სტოუნსი, ჯაგიელკა, ბეინსი - ბეშიჩი, ბერი - ლენონი (80. დეულოფეუ), ბარკლი (81. პიენაარი), მირალასი - ლუკაკუ
გაფრთხილება: ტერი - ფუნეს მორი
კუთხური: 6-4 ჯარიმა: 12-5 თამაშგარე: 3-1 კარში დარტყმა: 14(7)-9(4) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 41 633
ბორნმუთი-ნორვიჩი 3:0
გოლები: 1:0 გოსლინგი (10), 2:0 დენიელსი (54-პენ.), 3:0 აფობე (75)
ბორნმუთი (4-1-4-1): ბორუცი - სმიტი, ფრანსისი, კუკი, დენიელსი - სურმენი - პიუ, გოსლინგი (90+2. კერმორგანტი), არტერი (80. ო’კეინი), სტანისლასი - აფობე (84. მარეი)
ნორვიჩი (4-4-1-1): დ. რადი - მარტინი, ბენეტი, ბასონგი, ბრეიდი - ოფოე (56. რედმონდი), ტეტი, ჰოუსონი, ჯერვისი (56. ჯერომი) - ჰულაჰანი (69. დორანსი) - მბოკანი
გაფრთხილება: არტერი - დ. რადი
კუთხური: 5-3 ჯარიმა: 8-13 თამაშგარე: 1-4 კარში დარტყმა: 14(7)-10(3) ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 11 065
ასტონ ვილა-ლესტერი 1:1
გოლები: 0:1 ოკაზაკი (28), 1:1 ჟესტედი (75)
შენიშვნა: მაჰრეზმა ვერ გაიტანა პენალტი (33)
ასტონ ვილა (4-3-3): ბანი - ბაკუნა, ოკორე, ლესკოტი, სისოხო - ვერეტო, გეიე, ვესტვუდი - ხილი (67. ჟესტედი), ჯ. აიუ (90+5. სინკლერი), კოზაკი
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი - მაჰრეზი (69. ულოა), დრინკვოტერი, კანტე, ოლბრაიტონი (85. გრეი) - ვარდი, ოკაზაკი (59. დე ლაეტი)
გაფრთხილება: ბანი, სისოხო, ბაკუნა - ჰუტი, ვარდი
კუთხური: 3-4 ჯარიმა: 13-15 თამაშგარე: 1-4 კარში დარტყმა: 14(5)-12(5) ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 32 763
17 იანვარი
ლივერპული-მანჩესტერი 0:1
გოლი: 0:1 რუნი (78)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, სახო, კ. ტურე (81. ბენტეკე), მორენო - ლუკასი, ჯანი, ჰენდერსონი - ლალანა (76. აიბი), მილნერი (90. კოლკერი), ფირმინო
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - იანგი (42. ბორტვიკ-ჯეკსონი), სმოლინგი, ბლინდი, დარმიანი - შნეიდერლენი, ფელაინი - ერერა (72. დეპაი), ლინგარდი (66. მატა), მარსიალი - რუნი
გაფრთხილება: - სმოლინგი, ფელაინი
კუთხური: 5-4 ჯარიმა: 6-18 თამაშგარე: 3-0 კარში დარტყმა: 19(4)-7(1) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 43 865
სტოკი-არსენალი 0:0
სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ჯონსონი, შოუკროსი, ვოლშაიდი, პიტერსი - უელანი, აფელაი (88. ვან გინკელი) - ბოიანი (64. დიუფი), უოლტერსი, არნაუტოვიჩი (87. ადამი) - ხოსელუ
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი - რემზი, ფლამინი - ოქსლეიდ-ჩემბერლენი (90+1. ჩემბერსი), კემპბელი, უოლკოტი (72. აივობი) - ჟირუ
გაფრთხილება: -
კუთხური: 6-6 ჯარიმა: 16-10 თამაშგარე: 9-0 კარში დარტყმა: 13(5)-8(3) ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 27 683
18 იანვარი
სუონსი-უოტფორდი 00:00
ბომბარდირები: 15 - ჯეიმი ვარდი (ლესტერი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 13 - ოდიონ იგალო (უოტფორდი), რიად მაჰრეზი (ლესტერი); 12 - ოლივიე ჟირუ (არსენალი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 10 - სერხიო აგუერო (სიტი).
მომდევნო ტური
23 იანვარი:
ნორვიჩი-ლივერპული, ვესტ ბრომვიჩი-ასტონ ვილა, სანდერლენდი-ბორნმუთი, უოტფორდი-ნიუკასლი, მანჩესტერი-საუთჰემპტონი, ლესტერი-სტოკი, კრ. პალასი-ტოტენჰემი, ვესტ ჰემი-სიტი
24 იანვარი:
ევერტონი-სუონსი, არსენალი-ჩელსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"