ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail-ი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ლონდონელებმა ჰოლანდიის ასაკობრივი ნაკრების კაპიტნისთვის ბრძოლაში "მანჩესტერ იუნაიტედს" აჯობეს. მანკუნიანელები 16 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, მაგრამ "ჩელსიმ" ფეხბურთელს უკეთესი პირობები შესთავაზა. სწორედ ამიტომ კასტილიო ლონდონური გუნდის აკადემიაში გადაბარგდება.