მადრიდის "ატლეტიკომ" ლონდონის "ტოტენჰემი" უარით გაისტუმრა

AutoSharing Option
ლონდონის "ტოტენჰემმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მადრიდის "ატლეტიკოდან" კოლუმბიელი ფორვარდის, ჯექსონ მარტინესის შეძენა სცადა, თუმცა მადრიდელებისგან უარი მიიღო.

ლონდონელებმა "ატლეტიკოს" მარტინესის სანაცვლოდ 30 მილიონი შესთავაზეს, მაგრამ მადრიდელები ფეხბურთელის გაშვებას 35 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ფასად შეიძინა ესპანურმა კლუბმა ჯექსონი "პორტუდან" 2015 წლის ზაფხულში.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 14 შეხვედრაში კოლუმბიელი ფორვარდის ანგარიშზე ორი გოლია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული