"მანჩესტერ იუნაიტედი" - ლუი წავიდა და აღარ დაბრუნდება?

AutoSharing Option
"საუთჰემპტონთან" 0:1 საშინაო მატჩის შემდეგ ლუი ვან გაალმა ჩემოდნები ჩააბარგა და ჰოლანდიაში დაბრუნდა. ვიხილავთ მას ისევ "იუნაიტედის" სათადარიგოთა სკამზე? "დეილი მეილი" ეჭვობს, რომ აღარ.

ჰოლანდიელი თავკაცი კრიტიკის ქარ-ცეცხლშია, მას ბევრი უწინასწარმეტყველებს მოხსნას. ახლა ვან გაალის ბედი "იუნაიტედის" 15 დირექტორის ხელშია. კვირას "იუნაიტედის" ვარჯიში გაუქმდა და ვან გაალმაც ამით ისარგებლა და სამშობლოში გაფრინდა.

ვან გაალს საპატიო მიზეზი აქვს - ქალიშვილის დაბადების დღე, მაგრამ სხვა სიტუაციაში ძნელი წარმოსადგენია, რომ მწვრთნელი იმავე გადაწყვეტილებას მიიღებდა და ორშაბათ დღეს ფეხბურთელებს უქმედ გამოუცხადებდა.

ამბობენ, რომ 64
წლის სპეციალისტს სეზონის ბოლომდე რაიან გიგზი ჩაანაცვლებს და შესაძლოა, მასთან ხანგრძლივი კონტრაქტიც გაფორმდეს.

მანამდე კი შემოგთავაზებთ ვან გაალის სტატისტიკას "იუნაიტედში", რომელიც შესაძლოა, საბოლოოც გამოდგეს - 78 თამაში "იუნაიტედის" თავკაცის პოსტზე 2014 წლიდან, როცა მან დევიდ მოიესი შეცვალა: 31 მოგება, 29 ფრე და 18 მარცხი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი აზრია, 20 000$ საც იმყოფინებს თვეში :) მთლად უმუშევრობას ხომ ჯობია :)
levchi
14:46 27-01-2016
0
წავიდა? ერთი კარგი მწვრთნელი ჩვენთანც გათავისუფლდა! იქნებ ადგილები გაცვალონ? :)
Aburjga
19:22 26-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული