ინგლისური მედიის ცნობით, "ჩელსისა" და "კორინთიანსს" შორის გარიგება იჯარაზე სამშაბათს შედგა და ის 26 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვის საშუალებას იძლევა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში.
"ჩელსის" ოფიციალურ საიტს ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, თუმცა ინტერნეტით უკვე გავრცელდა ფოტოები, როგორ მიემგზავრება პატო ინგლისის დედაქალაქში. ბრაზილიელი ფეხბურთელი, ვისაც ევროპაში "მილანში" უთამაშია 2007-12 წლებში, "ჩელსისთან" კონტრაქტს სამედიცინო შემოწმების შემდეგ გააფორმებს.