ალეშანდრო პატო ლონდონის "ჩელსის" ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს

AutoSharing Option
ბრაზილიელი ფეხბურთელი ალეშანდრე პატო ლონდონის "ჩელსის" ღირსებას დაიცავს. "კორინთიანსის" თავდამსხმელი ლონდონური კლუბის ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს.

ინგლისური მედიის ცნობით, "ჩელსისა" და "კორინთიანსს" შორის გარიგება იჯარაზე სამშაბათს შედგა და ის 26 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვის საშუალებას იძლევა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში.

"ჩელსის" ოფიციალურ საიტს ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, თუმცა ინტერნეტით უკვე გავრცელდა ფოტოები, როგორ მიემგზავრება პატო ინგლისის დედაქალაქში. ბრაზილიელი ფეხბურთელი, ვისაც ევროპაში "მილანში" უთამაშია 2007-12 წლებში, "ჩელსისთან" კონტრაქტს სამედიცინო შემოწმების შემდეგ გააფორმებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული