The Telegraph-ის ცნობით, გადაწყვეტილია, რომ მანჩესტერულ გუნდს სათავეში 53 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ჩაუდგება და კონტრაქტის პირობებიც შეთანხმებულია. თუმცა, ჯერჯერობით უცნობი რჩება საკითხი - როდის დატოვებს გუნდს ამჟამინდელი თავკაცი ლუი ვან გაალი.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგის ბოლო ტურში "საუთჰემპტონთან" შინ წააგო (0:1) და შედეგად, ჩემპიონთა ლიგის ზონას ხუთი ქულით ჩამორჩა.
რაც შეეხება მოურინიოს, ბოლოს ის ლონდონის "ჩელსიში" მუშაობდა, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ნაადრევად გაათავისუფლეს.