ალეშანდრე პატომ "ჩელსიში" სამედიცინო შემოწმება გაიარა

AutoSharing Option
ბრაზილიური "კორინთიანსის" ფორვარდი ალეშანდრე პატო კარიერას სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს.

ბრაზილიელმა დღეს ლონდონურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა, რამდენიმე საათში კი კონტრაქტსაც მოაწერს ხელს.

აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელი ლონდონში გუშინ ჩაფრინდა. ბოლო 2 სეზონი ფეხბურთელმა იჯარის წესით ბრაზილიურ "სან-პაულუში" გაატარა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი აზრით, ეს ჩელსისთვის ძალიან გამართლებული და წარმატებლი ტრანსფერი აღმოჩნდება.
პატო
15:03 28-01-2016
0

სიახლეები პოპულარული