ლონდონის "ჩელსიმ" ალეშანდრე პატოს იჯარა დაადასტურა

AutoSharing Option
"კორინთიანსის" თავდამსხმელი ალეშანდრე პატო კარიერას იჯარის წესით ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს. ეს ინფორმაცია უკვე ინგლისური კლუბის ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა.

შეთანხმება სეზონის ბოლომდეა გათვლილი და ის 26 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის გამოსყიდვის საშუალებას იძლევა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში.

"ძალიან მიხარია, რომ "ჩელსიში" მოვედი. ჩემი ოცნება ახდა. ერთი სული მაქვს, როდის შევუერთდები ჩემს ახალ პარტნიორებს და ახლოდან გავიცნობ მათ. მინდა, რაც შეიძლება მალე დავიწყო თამაში. "ჩელსის" მადლობელი ვარ და იმედი მაქვს, შევძლებ კლუბისა და ქომაგების მხარდაჭერის გამართლებას", - თქვა ბრაზილიელმა.

ბრაზილიის ჩემპიონატის გასულ სეზონში
პატომ 33 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული