პეპ გვარდიოლა "სიტიში" ლიონელ მესისაც გაიყოლებს?

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა ახალ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის 170 მილიონ ევროს გამოუყოფს.

აღნიშნულ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, გვარდიოლა ამ თანხით დავიდ ალაბას, ტიაგო ალკანტარასა და ჯონ სტოუნსის გადმობირებას შეეცდება.

2015 წლის ზაფხულში "სიტი" მოლაპარაკებებს პოლ პოგბასთანაც აწარმოებდა, მაგრამ, საბოლოოდ, შეთანხმებას ვერ მიაღწია. წყაროს ინფორმაციით, პოგბას ტრანსფერს გვარდიოლაც დაუბრუნდება.

"სიტიში" კარგად ესმით, რომ ტრანსფერებზე, ფინანსური მხარის გარდა, მომავალი სეზონიდან მწვრთნელის ავტორიტეტიც დიდ როლს ითამაშებს. სწორედ ამიტომ მანჩესტერელები ლიონელ მესის გადმობირებასაც შეეცდებიან - მისი ყიდვა მათ ახლა
ბევრად მარტივად ეჩვენებათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული