"ჩელსი" წინააღმდეგი არ არის, რემის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო ჩაიჯიბოს, რომელსაც "შანხაი შენხუა" იხდის. რემის ახლა ჩინურ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები დარჩა შესათანხმებელი.
29 წლის თავდამსხმელს წელიწადში 9 მილიონის გამომუშავება სურს, პოტენციური ახალი გუნდი კი წელიწადში 7 მილიონს სთავაზობს, პლუს ბონუსებს.
აქვე იმის თქმაც შეგვიძლია, რომ ჭორებს თუ ვენდობით, "ჩელსის" უფროსობა ედენ აზარის გაშვებას წარმოუდგენლად აღარ თვლის
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"