* ჯეიმი ვარდის ამ სეზონში 6 პენალტი აქვს მოპოვებული. ეს მინიმუმ, ორჯერ მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფეხბურთელის შედეგი და იმაზე მეტი, ვიდრე დანარჩენი 19 გუნდის მიერ მოპოვებული პენალტი.
* ვარდის ამ სეზონში უკვე 9-ჯერ აქვს მატჩის პირველი გოლი გატანილი და ამით ყველა სხვა ფეხბურთელს სჯობს.
* შეცვლაზე შესულმა თეო უოლკოტმა "ლესტერს" 70-ე წუთზე გაუთანაბრა. ეს "მეთოფეების" პირველი ზუსტი დარტყმა იყო მეტოქის კარში.
* "ლესტერი" ზედიზედ მეექვსედ
* "სიტის" ამ სეზონში პირველ რვა გუნდში მყოფების წინააღმდეგ მატჩებში მხოლოდ 1 აქვს მოგებული - 3 ფრე, 6 წაგება.
* "ტოტენჰემმა" "სიტისთან" გასვლაზე მიყოლებით 5 წაგების მერე მოიგო, 2010 წლის მერე პირველად.
* შეცვლზე შესვლის მერე ყველაზე მეტი, 3-3 გოლი გატანილი აქვთ კელეჩი იჰეანაჩოს, სტივენ ნეისმიტს, ოლივიე ჟირუსა და კრისტიან ბენტეკეს.
* წინა სეზონის დაწყებიდან დღემდე პრემიერლიგაში ჰარი კეინზე (37) მეტი გოლი მხოლოდ სერხიო აგუეროს აქვს გატანილი (40).
* "სიტიმ" უკვე მე-4 საშინაო თამაში წააგო მიმდინარე პრემიერლიგაში. ეს იმაზე მეტია, ვიდრე მანუელ პელეგრინის წინა ორი სეზონის ჯამში აქვს "ეტიჰადზე" წაგებული - 3.
* "ტოტენჰემმა" პრემიერლიგაში მიჯრით მე-6 მატჩი 2011 წლის დეკემბრის მერე პირველად მოიგო.
* მაურისიო პოჩეტინოს გუნდს 12 საგარეო მატჩია არ წაუგია. მსგავსი სერია "დეზებს" 1984 წლის ნოემბრიდან 1985 აგვისტომდე პერიოდის მერე არ ჰქონიათ.
* "ტოტენჰემს" კრისტიან ერიკსენმა მოაგებინა - ასე აღნიშნა დანიელმა თავისი 24-ე დაბადების დღე.
* "სანდერლენდს" "მანჩესტერი" 13 საშინაო მატჩის განმავლობაში არ ჰყავდა დამარცხებული და "ლაითზე" ეს სერია შეწყდა.
* 26 ტურის მერე პრემიერლიგაში "მანჩესტერს" ასე ცოტა (41) ქულა არასდროს ჰქონია.
* "მანჩესტერს" ბოლო 7 ისეთი თამაშია არ მოუგია, რომელშიც პირველი უშვებს - 1 ფრე, 6 წაგება.
* დანიელ სტარიჯს "ლივერპულის" ისტორიაში პრემიერლიგაში ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს საშუალოდ მინდორზე გატარებული დროისა და გატანილი გოლების მაჩვენებლის მხრივ - გოლი ყოველ 118 წუთში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"