"მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალი ნიკი ბატს ჩააბარეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ახალგაზრდული აკადემიის მწვრთნელი.

აკადემიის თავკაცად "წითელი ეშმაკების" ყოფილი ფეხბურთელი და თავადაც ამ აკადემიაგამოვლილი ნიკი ბატი დაინიშნა.

41 წლის ბატს "წითელ ეშმაკებში" 387 შეხვედრა აქვს ჩატარებული, იგი გუნდში 1992-2004 წლებში იყო. მას უკვე უმუშავია 19-წლამდელთა მწვრთნელად.

"ნიკი კლუბის ისტორიის ნაწილია. მან ამ გუნდზე ყველაფერი იცის და "მანჩესტერის" ტრადიციები ძარღვებში უჩქეფს. შესაბამისად, მასზე არჩევანი ძალიან მარტივად შევაჩერეთ" - განაცხადა "მანჩესტერის" ვიცე-თავმჯდომარემ ედ ვუდვორდმა.

"ყველა, ვისაც მცირე შეხება მაინც ჰქონია "იუნაიტედის" აკადემიასთან, შესანიშნავად მიხვდება, თუ რამხელა
პატივია ამ პოსტზე ყოფნა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ "მანჩესტერს" კვლავ ჰყავდეს ნიჭიერი ფეხბურთელების ახალი თაობა" - აღნიშნა ბატმა.

სათქმელია, რომ 2008 წლიდან დღემდე "იუნაიტედის" აკადემიის 17 ფეხბურთელს ჰქონდა ძირითად გუნდში დებიუტი. ამავე პერიოდში "სიტის" აკადემიის 8 მოთამაშე მოხვდა ძირითად გუნდში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული