"სტოკ სიტის" მცველს ბურთის საფეთქელში მოხვედრამ კარიერა დაასრულებინა

AutoSharing Option
ინგლისური საფეხბურთო კლუბის "სტოკ სიტის" მცველმა ენდი უილკინსონმა კარიერა ნაადრევად დაასრულა ტვინის შერყევის გამო, რომელიც თავში ბურთის მორტყმის შედეგად მიიღო. ამის შესახებ The Sun იუწყება.

"ბურთი საფეთქელში მომხვდა, ჩემი კარისკენ გავრბოდი და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ მარჯვენა თვალით თითქმის ვერაფერს ვხედავდი. არადა, თამაში ბოლომდე ჩავამთავრე", - იხსენებს 31 წლის სპორტსმენი.

აულკინსონი 2015 წლის 14 თებერვალს, ინგლისის თასზე "ბელქბერნ როვერსთან" შეხვედრაში დაშავდა. სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ დარტყმამ ტვინის მუშაობა დაარღვია. მას შემდეგ მცველმა არაერთხელ სცადა ფეხბურთში დაბრუნება, მაგრამ უშედეგოდ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული