გადაწყდა: ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელიც სერია A-ს 26 ტურის შეხვედრას დაესწრო, სადაც ერთმანეთს მილანის "ინტერი" და "სამპდორია" დაუპირისპირდნენ, მომდევნო სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედს" უთავკაცებს.

ამის შესახებ შეხვედრის დაწყებამდე დღეს კომენტარი "ინტერის" დირექტორმა ბედი მორატიმ გააკეთა, რომელშაც ჟურნალისტებმა პორტუგალიელის "ინტერში" შესაძლო დაბრუნებაზე ჰკითხეს.

"ჟოზე ფანტასტიური ადამიანია, მაგრამ მისი მომავალი უკვე გადაწყვეტილია. ის ძალიან ბედნიერია, რადგან ახალი სეზონიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი გახდება", - განაცხადა ბედიმ.

"ინტერმა" კი "სამპდორიას" 3:1 მოუგო და სატურნირო ცხრილში 48 ქულით მეოთხე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამანაც თუ სულ არ დაგვაქცია კაი იქნება...
manchestera
13:05 21-02-2016
0
არ სჭირდება მანიუს ასეთი მწვრთნელი, უნდა მოვიდეს ის ვინც გახსნილ და ლაღ ფეხბურთს ათამაშებს რასაც წლებია მივეჩვიეთ ეშმაკებისგან
tato
14:11 21-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული