კონტე ამჟამად იტალიის ნაკრებს თავკაცობს და ფედერაციასთან მოქმედი შეთანხმება სწორედ ევრო 2016-ის დასრულებისას უმთავრდება. ალბათ, ისიც გახსოვთ, რომ სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაძლია "იუვენტუსმა" კრიზისული წლები და ზედიზედ სამჯერ მოიგო სერია A.
კანდიდატებად "იუვეს" ამჟამინდელი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი და მადრიდის "ატლეტიკოს" დამრიგებელი დიეგო სიმეონეც სახელდებიან, მაგრამ ამბობენ, რომან აბრამოვიჩმა თითი საბოლოოდ კონტეს დაადოო...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"